среда, 4 сентября 2019 г.

პირველი დღე

ვარ ძალიან კმაყოფილი დღევანდელი დღით,ჩვენი ტრენერი საკმაოდ გასაგებად გვიხსნის ყველაფერს,იმედია დანარჩენ დღეებშიც ასეთივე კმაყოფილი ვიქნები.

пятница, 11 июля 2014 г.

chemi idea.

პროექტი თემაზე მუსიკალური საკრავები

1.პროექტის სახელწოდება:  მუსიკალური საკრავები.

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:პროექტის იდეა იმაში მდგომარეობს,რომ მოსწავლეებმა გაეცნონ მუსიკალურ საკრავებს და იმ ნაწარმოებებს რომლებიც შესრულებულა ამ საკრავებით..

3.პროექტის აქტუალობა:მუსიკალური საკრავების გაცნობით.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა დაინახონ და შეაფასონ ამ საკრავების საჭიროება პრაქტიკაში,გაეცნონ ასევე იმ ნაწარმოებებს და სიმღერებს რომლებიც ამ საკრავებით სრულდება და მიეცეთ საშუალება მოცემულ თემაზე მსჯელობის.

5.მონაწილეთა ასაკი:11-12 წელი (მეხუთე,მეექვსე კლასები)

6.ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირის მანძილზე ყველა საკრავის დეტალურად შესწავლა და ნაწარმოებების მოსმენა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ მუსიკაური სმენა,შეძლებენ თავისუფლად დაინახონ ამ საკრავების მსგავსებები და განსხვავებები,თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ასევე კომუნიკაციის უნარიც განუვითარდებათ.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ვისარგებლებ ფანდურით,ფორტეპიანოთი,გიტარით და სალამურით.(ეს ცოცხალი თვალსაჩინოებები),  ისე მექნება ვიდეოები,სადაც სხვა  დანარჩენი საკრავებით ასრულებენ სიმღერებს თუ ნაწარმოებებს.

9.პროექტის მსვლელეობა (ძირითადი აქტივობები):ორი კვირის მანძილზე მოვიძიებთ ძველ და ახალ სიმღერებს და ნაწარმოებებს,შემდეგ მოსწავლეები შეისწავლიან ხმებს და ინსტრუმენტებს და დადგამენ მცირე კონცერტს იმ ინსტრუმენტებით,რომლის საშუალებაც გვექნება მოცემულ მომენტში,ან გამოვიყენებთ ფონოგრამებს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;ხელოვნება და ისტორია.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნინელი ნუმანიშვილი.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nineli.ninuca.niniko@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ninelinumanisvili.blogspot.com